---
title: "მუხლი 23. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/23"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/23

1. რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება უნდა შეიცავდეს:
ა) მოვალის საქმიანობის ანგარიშს;
ბ) შეთავაზების პირობებს;
გ) მითითებას მორატორიუმის გამოყენების თაობაზე;
დ) შემთავაზებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რატომ არის რეგულირებული შეთანხმების დადება სასურველი და მიზანშეწონილი;
ე) შემთავაზებლის პოზიციას იმის თაობაზე, თუ რატომ არის მოსალოდნელი, რომ კრედიტორები მხარს დაუჭერენ რეგულირებულ შეთანხმებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება შემთავაზებელს ეკისრება მისთვის ცნობილი ინფორმაციის ფარგლებში.

3. შეთავაზება უნდა შეიცავდეს აგრეთვე თარიღს და შემთავაზებლის ხელმოწერას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/24.md
