---
title: "მუხლი 26. შეთავაზების პირობები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/26"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. შეთავაზების პირობები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/26

1. შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ პირობებს:
ა) საწარმოს ვალდებულებების დაკმაყოფილების, შეცვლის, გადავადების ან სხვაგვარად მოწესრიგების გზები;
ბ) იმ კრედიტორის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც მოვალესთან დაკავშირებული პირია;
გ) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, შემოთავაზებულია თუ არა ახალი ფულადი სახსრების, კრედიტის ან/და გარანტიების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი პირობების აღწერილობით, მათ შორის, მოვალის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობით ან მის გარეშე;
დ) დეტალური ინფორმაცია მოვალისთვის შეთავაზებული ახალი დაფინანსების წყაროებისა და ამ წყაროებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაკმაყოფილების გზების შესახებ;
ე) რეგულირებული შეთანხმების მიზნებისთვის მოზიდული ან/და განკუთვნილი თანხების განკარგვის გზები და მეთოდები კრედიტორებისთვის მათ განაწილებამდე;
ვ) რეგულირებული შეთანხმების ვადის განმავლობაში მოვალის საქმიანობისა და ბიზნესის წარმართვის გზები;
ზ)  იმ პირის მოთხოვნის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლისთვისაც რეგულირებული შეთანხმება სავალდებულო გახდა ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
თ) რეგულირებული შეთანხმების ვადა და მისი გაგრძელების წესები.

2. შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე იმ შესაძლო უზრუნველყოფის გარანტიებს, რომლებსაც მოვალე კრედიტორებს სთავაზობს შეცილების განხორციელების რისკსა და ხარჯთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში გადავა.

3. შეთავაზების პირობები შეიძლება მოიცავდეს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც შემთავაზებელი საჭიროდ მიიჩნევს იმისთვის, რომ კრედიტორებმა შეძლონ შეთავაზებული რეგულირებული შეთანხმების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/27.md
