---
title: "მუხლი 29. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/29"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/29

1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოვალეს უნდა წარუდგინოს ანგარიში:
ა) იმის თაობაზე, აქვს თუ არა რეგულირებულ შეთანხმებას დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა;
ბ) იმის თაობაზე, აქვს თუ არა მოვალეს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის  განმავლობაში.

2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია:
ა) დაეყრდნოს მისთვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქვს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი;
ბ) წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოვალის საქმიანობის შესახებ.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის განსახილველად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება (უნდა მიეთითოს კრედიტორთა კრების თარიღი, დრო და ადგილი).

4. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე თარიღსა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ხელმოწერას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/30.md
