---
title: "მუხლი 30. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეცვლა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/30"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეცვლა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/30

მოვალე უფლებამოსილია შეცვალოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი − ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით შეარჩიოს რეგულირებული შეთანხმების ახალი ზედამხედველი, თუ:
ა) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა მოვალეს ამ თავით დადგენილი წესით არ წარუდგინა ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში;
ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი გარდაიცვალა;
გ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს ან აღმოჩნდა ისეთი გარემოება, რომელიც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მის შეყვანაზე უარის თქმის საფუძველი იქნება;
დ) არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული აცილების საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/31.md
