---
title: "მუხლი 33. მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნების შეზღუდვა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/33"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნების შეზღუდვა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/33

1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, მოვალე, დაინტერესებული კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება მოვალის საქმიანობის ანგარიშის ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის სრულად ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ, განმცხადებლის მოსაზრებით, მისი გამჟღავნებით ხელი შეეშლება რეგულირებული შეთანხმების მიზნის მიღწევას ან გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს ან განმცხადებელ კრედიტორს.

2. თუ სასამართლო შესაბამის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შესახებ.

3. მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება წარადგინოს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოსთვის წარდგენის დროსაც. ამ შემთხვევაში აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის წერილობითი თანხმობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/34.md
