---
title: "მუხლი 37. კრედიტორი, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე დასასწრები  მოსაწვევი არ გაეგზავნა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/37"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. კრედიტორი, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე დასასწრები  მოსაწვევი არ გაეგზავნა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/37

1. თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გამოვლინდა ისეთი კრედიტორი, რომლის არსებობის შესახებ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველისთვის ცნობილი არ იყო და რომელსაც კრედიტორთა კრებაზე მიწვევის შემთხვევაში ექნებოდა ხმის უფლება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ამ კრედიტორს დაუყოვნებლივ ატყობინებს, რომ მას აქვს უფლება, წერილობით წარადგინოს თავისი მოთხოვნა რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების თარიღის მდგომარეობით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი თავის მოთხოვნას წერილობით არ წარადგენს, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია ამორიცხოს ის იმ კრედიტორთა წრიდან, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების მხარეები არიან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/38.md
