---
title: "მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/4"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/4

1. ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის ფონდი და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) განყოფილება, გარდა ავტორიზებული სეკიურიტიზაციის ფონდისა და ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილებებისა;
გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი და სხვა წარმონაქმნი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ფიზიკური პირის გადახდისუუნარობაზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადახდისუუნარობაზე;
გ) კომერციულ ბანკზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, სადაზღვევო კომპანიაზე, საპენსიო კომპანიასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხსაც სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს.

3. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ან ფინანსური გირავნობის მონაწილე პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.

4. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის, თავდაპირველი კრედიტორის, არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ხორციელდება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.

5. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ
32
“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ კრედიტორის მოთხოვნებზე ვრცელდება იმავე კონვენციით დადგენილი წესები.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3348 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3931 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1764 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/5.md
