---
title: "მუხლი 40. რეგულირებული შეთანხმების შესრულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/40"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. რეგულირებული შეთანხმების შესრულება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/40

1. რეგულირებული შეთანხმების შესრულების ზედამხედველობასა და კოორდინაციას ახორციელებს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი.

2. მოვალე, კრედიტორი ან სხვა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლოში გაასაჩივროს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება. სასამართლო უფლებამოსილია ძალაში დატოვოს, გააუქმოს ან შეცვალოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ქმედება ან გადაწყვეტილება.

3. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს:
ა) რეგულირებული შეთანხმების საფუძველზე და მის შესრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით;
ბ) მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადებით, თუ რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ სრულდება, ან/და, კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

4. რეგულირებული შეთანხმების მიუღწევლობის ან წარმატებით შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუშვებელია მოვალის მართვაში დატოვება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/41.md
