---
title: "მუხლი 41. სიმართლესთან შეუსაბამო/ყალბი ინფორმაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/41"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. სიმართლესთან შეუსაბამო/ყალბი ინფორმაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/41

1. მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებაზე კრედიტორთა თანხმობის მისაღებად იგი:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამის პირს არ წარუდგენს ინფორმაციას მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ან აღნიშნულ ინფორმაციას განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარუდგენს;
ბ) არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ რეგულირებული შეთანხმება არ დამტკიცდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/42.md
