---
title: "მუხლი 46. კრედიტორის მიერ შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/46"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. კრედიტორის მიერ შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/46

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების კრედიტორის მიერ  შეტანის შემთხვევაში სასამართლოს კანცელარია უზრუნველყოფს ამ განცხადების რეგისტრაციას და კრედიტორს გადასცემს გზავნილს (აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოვალისთვის ჩასაბარებლად.

2. კრედიტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასამართლო გზავნილის მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მოვალისთვის მისი ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა წესით ჩაბარება ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება მოვალის მიერ აღნიშნული გზავნილის მიღების ელექტრონული საშუალებით დადასტურების შემთხვევაში
.

3. კრედიტორი ვალდებულია მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე.

4. მოვალე ვალდებულია სასამართლო გზავნილის მიღებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი თვალსაზრისი თავისი გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შესახებ და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
თავი IV
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/47.md
