---
title: "მუხლი 5¹. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნები გადახდისუუნარობისას — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/5-1"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "5^1"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5¹. კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნები გადახდისუუნარობისას — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 5¹ (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/5-1

1. მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობისას კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მოთხოვნებთან დაკავშირებით მოქმედებს იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XI მუხლის „ა“ ალტერნატივით დადგენილი რეჟიმი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოვალისთვის მისი გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანაა. თუ მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება საქართველოში ისე მიმდინარეობს, რომ მისი გადახდისუუნარობის მიმართ პირველადი იურისდიქციის ქვეყანა კეიპტაუნის კონვენციის ხელშემკვრელი სხვა სახელმწიფოა, კრედიტორის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ამ სახელმწიფოს მიერ იმავე კონვენციის „საავიაციო მოწყობილობების თაობაზე“ ოქმის XXX მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაკეთებული განცხადების შესაბამისად.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1764 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/6.md
