---
title: "მუხლი 53. კრედიტორთა რეესტრის მონაცემები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/53"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "53"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. კრედიტორთა რეესტრის მონაცემები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/53

კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით გათვალისწინებული კრედიტორთა ჯგუფების შესაბამისად. იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას (მონაცემებს):
ა) კრედიტორის გვარს, სახელსა და მისამართს, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს (არსებობის შემთხვევაში);
ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართს;
გ) კრედიტორთა რეესტრში შეტანის დღისთვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობას. ამ მოთხოვნის ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო ცალ-ცალკე მიეთითება;
დ) ვალის ოდენობას;
ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში − მითითებას იმის თაობაზე, თუ ამ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. კრედიტორის უზრუნველყოფილი მოთხოვნა და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა ცალ-ცალკე უნდა იქნეს აღიარებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/54.md
