---
title: "მუხლი 54. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/54"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "54"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/54

1. მმართველი/ზედამხედველი ამ კანონის 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ კრედიტორთა რეესტრს ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს, მმართველის/ზედამხედველის მიერ შედგენილი კრედიტორთა რეესტრი მისი გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. სასამართლო სარჩელს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილავს.

2. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. ამ განჩინების შესაბამისად მმართველს/ზედამხედველს კრედიტორთა რეესტრში ცვლილება შეაქვს და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით.

3. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება არ გამორიცხავს მმართველის/ზედამხედველის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მასში ცვლილების შეტანას. ეს ცვლილება უნდა აისახოს კრედიტორთა რეესტრში და გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით.
თავი V
მორატორიუმი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/55.md
