---
title: "მუხლი 64. რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხის გადაწყვეტა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/64"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხის გადაწყვეტა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/64

1. სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანასთან ერთად ამ მუხლით დადგენილი წესით წყვეტს რეაბილიტაციის რეჟიმში მმართველობის საკითხს, კერძოდ:
ა) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს;
ბ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო ისმენს მოვალის მოსაზრებას და მისი თანხმობით მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს;
გ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლით ან 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს;
დ) თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ კრედიტორის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავს რეაბილიტაციის მმართველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
დ.ა) მოვალე შესაგებელთან ერთად წარადგენს კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის წერილობით თანხმობას მოვალის მართვაში დატოვებაზე;
დ.ბ) მოვალე სათანადოდ დაასაბუთებს, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად, სათანადო ზრუნვის მოვალეობის პრინციპის დაცვით და იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.

2. სასამართლო მოვალის მართვაში დატოვებისას მოვალეს რეაბილიტაციის ზედამხედველს უნიშნავს.
თავი VIII
საცილო ქმედებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/65.md
