---
title: "მუხლი 72. ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების შეჩერება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/72"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "72"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების შეჩერება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 72 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/72

1. რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული ოდენობის გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან და მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში და ამ გეგმის შესრულებაში.

2. რეაბილიტაციის მმართველი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს და ფუნქციებს ასრულებს ამ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/73.md
