---
title: "მუხლი 77. კრედიტორთა კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/77"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "77"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. კრედიტორთა კომიტეტის წევრების პასუხისმგებლობა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/77

1. კრედიტორთა კომიტეტის წევრები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ მათი გადაწყვეტილებები და რჩევები საუკეთესოა რეაბილიტაციის გეგმის კრედიტორთა ინტერესების შესაბამისად შესრულებისთვის.

2. კრედიტორთა კომიტეტის წევრები ანგარიშვალდებული არიან კრედიტორების წინაშე.

3. კრედიტორთა კომიტეტის წევრები პასუხისმგებელი არიან მხოლოდ იმ ქმედებებისთვის/გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მათ განახორციელეს/მიიღეს მოვალისთვის ან კრედიტორებისთვის ზიანის განზრახ მიყენების მიზნით ან საკუთარი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

4. კრედიტორთა კომიტეტის წევრი ვალდებულია არ გაახმაუროს მის მიერ მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია მოვალის, რეაბილიტაციის ზედამხედველის, რეაბილიტაციის მმართველის შესახებ და არ გამოიყენოს ის საკუთარი ინტერესებისთვის ან მასთან დაკავშირებული პირის კერძო ინტერესებისთვის. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში როგორც კრედიტორს, ისე მოვალეს უფლება აქვს, კრედიტორთა კომიტეტის აღნიშნულ წევრს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/78.md
