---
title: "მუხლი 79. რეაბილიტაციის ხარჯების უპირატესი დაკმაყოფილება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/79"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "79"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. რეაბილიტაციის ხარჯების უპირატესი დაკმაყოფილება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 79 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/79

1. რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, უპირატესად უნდა დაკმაყოფილდეს რეაბილიტაციის ხარჯები.

2. რეაბილიტაციის ხარჯებია:
ა) სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები);
ბ) რეაბილიტაციის მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები და მათი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/80.md
