---
title: "მუხლი 80. ახალი კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/80"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "80"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. ახალი კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 80 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/80

1. უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების შეულახავად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უპირატესობა ენიჭება სხვა კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან შედარებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კრედიტორი თანახმაა სხვაგვარ დაკმაყოფილებაზე.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება სრულდება მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნის მქონე კრედიტორს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში მორატორიუმის გაუქმების მოთხოვნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/81.md
