---
title: "მუხლი 85. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შედეგი (ძალაში შესვლა) — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/85"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "85"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 85. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შედეგი (ძალაში შესვლა) — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 85 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/85

1. რეაბილიტაციის გეგმა ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია მისი ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი, რომელიც უნდა იყოს არაუგვიანეს სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებიდან 1 თვისა.

2. რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ მისი შესრულება სავალდებულოა:
ა) რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა მხარისთვის და იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს გეგმა ეხება;
ბ) იმ კრედიტორებისთვის, რომელთა მოთხოვნებიც ამ კანონის შესაბამისად არ იქნა აღიარებული;
გ) იმ კრედიტორებისთვის, რომლებმაც რეაბილიტაციის გეგმის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

3. ძალაში შესული რეაბილიტაციის გეგმა მოვალეს არ ათავისუფლებს:
ა) იმ ვალისგან, რომელიც რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე წარმოიშვა, თუ კრედიტორს ამ კანონით დადგენილი წესით არ გაეგზავნა შეტყობინება და სავარაუდოა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ან/და ვერ იქნებოდა მოვალის მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;
ბ) იმ საგადასახადო ვალდებულებისგან, რომელთან დაკავშირებითაც მან საგადასახადო დეკლარაცია თაღლითურად, მოტყუებით ან გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით წარადგინა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/86.md
