---
title: "მუხლი 86. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის სასამართლოს მიერ გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/86"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "86"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის სასამართლოს მიერ გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 86 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/86

1. თუ გამოვლინდება, რომ რეაბილიტაციის გეგმა მოტყუებით ან თაღლითურად დამტკიცდა, სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 თვისა გააუქმოს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა.

2. რეაბილიტაციის გეგმის გაუქმების შესახებ განჩინება უნდა ითვალისწინებდეს იმ კეთილსინდისიერი პირის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს,  რომლისთვისაც რეაბილიტაციის გეგმა სანდო და მართლზომიერი იყო. ამავე განჩინებით უქმდება მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაინტერესებული კრედიტორის განცხადების საფუძველზე დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილება შეიტანოს და, თუ კრედიტორის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, გაითვალისწინოს მისი მოთხოვნის კრედიტორთა შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი წესით, მოთხოვნის პროპორციულობის პრინციპის დაცვით დაკმაყოფილება. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მოვალეს მოუსმენს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/87.md
