---
title: "მუხლი 88. პირობადებული საკუთრების ნივთები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/88"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "88"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. პირობადებული საკუთრების ნივთები — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 88 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/88

1. სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე მას განჩინებით მისცეს ისეთი ქონების განკარგვის უფლება, რომელიც პირობადებული საკუთრების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოვალის მფლობელობაშია და რომელზედაც მესაკუთრის ყველა უფლებით მოვალე სარგებლობს.

2. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განჩინებას გამოიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ქონების განკარგვა ხელს შეუწყობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევას, აგრეთვე თუ პირობადებული საკუთრების შესახებ ხელშეკრულებით წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება ამ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული შემოსავლით.

3. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების მინიმალური საბაზრო ღირებულება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული ქონების განკარგვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/89.md
