---
title: "მუხლი 89. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/89"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "89"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 89 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/89

1. რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის კრედიტორი ან პარტნიორი უფლებამოსილია სარჩელის შეტანით გაასაჩივროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ფარგლებში რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ განხორციელებული ქმედება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ახორციელებს ისეთ ქმედებას ან მან განახორციელა ისეთი ქმედება, რომელიც არსებით ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად;
ბ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი მას ისეთი ქმედების განხორციელებას სთავაზობს, რომელიც არსებით ზიანს მიაყენებს მოსარჩელის ინტერესს დამოუკიდებლად ან/და სხვა პარტნიორების ან კრედიტორების საერთო ინტერესებთან ერთად;
გ) რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თავის უფლებამოსილებებს არაკეთილსინდისიერად ახორციელებს.

2. სასამართლო უფლებამოსილია  მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს დაავალოს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან მისი განხორციელებისგან თავის შეკავება.

3. დაუშვებელია, სასამართლომ მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, თუ ეს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/90.md
