---
title: "მუხლი 91. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/91"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "91"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტა — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 91 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/91

1. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომა;
ბ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;
გ) სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება;
დ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის გარდაცვალება;
ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა;
ვ) რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულება.

2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან შეიძლება გადადგეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობით.

3. სასამართლო ვალდებულია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომაზე თანხმობა გასცეს, როდესაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს მოვალეობას ან რეაბილიტაციის მმართველის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.

4. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე, რომლის თანამდებობიდან გადადგომის ან შეცვლის საკითხსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს.

6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა ან შეჩერება ავტომატურად იწვევს რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კრედიტორებსა და სასამართლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/92.md
