---
title: "მუხლი 92. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/92"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "92"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 92 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/92

1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა  კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე  კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს ახალი რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი. ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის არჩევისთანავე სასამართლოს მიერ დანიშნულ რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლებამოსილება უწყდება.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/93.md
