---
title: "მუხლი 95. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/95"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "95"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 95 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/95

1. რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ნიშნავს გაკოტრების მმართველს.

2. რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე ნებისმიერ დროს სასამართლოს წარუდგინოს კონვერსიის შესახებ განცხადება, თუ მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა აღარ არსებობს.

3. მართვაში მყოფი მოვალის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისთვის სავალდებულოა რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობა.

4. თუ სასამართლო ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის მას დააკმაყოფილებს. სასამართლო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე მხარეებს მოუსმინოს.

5. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ძალას ინარჩუნებს.

6. კონვერსიის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/96.md
