---
title: "მუხლი 98. საჯაროობა გაკოტრების რეჟიმში — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/98"
law: "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ"
article: "98"
identifier: "matsne 4993950"
adopted: "2020-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. საჯაროობა გაკოტრების რეჟიმში — რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ, მუხლი 98 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/98

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გაკოტრების მმართველმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, აგრეთვე გაკოტრების მმართველის ვინაობის თაობაზე (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია).

2. გაკოტრების რეჟიმის შეცვლა ან მართვაში მყოფ მოვალესთან დაკავშირებული ცვლილება, როგორც მოვალის სარეგისტრაციო მონაცემებში შეტანილი ცვლილება, საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4993950-reabilitatsiisa-da-kreditorta-kolektiuri-dakmaqopilebis-shesakheb/99.md
