---
title: "მუხლი 11 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/11"
law: "პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4995577"
adopted: "2020-09-17"
consolidated_as_of: "2020-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/11

1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ორ წელიწადში ერთხელ  საბჭოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის შენარჩუნების საფუძვლები.

2. უფლების მფლობელი უფლებამოსილია, წარადგინოს მტკიცებულებები, რომ აღარ არსებობს სავალდებულო ლიცენზიის შენარჩუნების საფუძვლები და მოითხოვოს სავალდებულო ლიცენზიის გაუქმება.

3. ლიცენზიის გაცემის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში, საბჭო აუქმებს სავალდებულო ლიცენზიის მოქმედებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/12.md
