---
title: "მუხლი 2 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/2"
law: "პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4995577"
adopted: "2020-09-17"
consolidated_as_of: "2020-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი
გიორგი გახარია
პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის
გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი
და
სავალდებულო
ლიცენზიის
გაცემასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილების
მიმღები
მუდმივმოქმედი
საბჭოს
შემადგენლობ
ა
1. პატენტით დაცული გამოგონების ან/და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერი­ტორიის ფარგლებში გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიის (შემ­დგომ­ში – სავალდებულო ლიცენზია) გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვე­ტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თავმ­ჯდომარე);
ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (საბჭოს წევრი);
გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (საბჭოს წევრი);
დ) საქართველოს მთავ­რობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (საბჭოს წევრი);
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი);
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტო­რიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (საბჭოს წევრი);
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საბჭოს წევრი);
თ) სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდო­მარე (საბჭოს წევრი).

3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

4. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, შესაბამის დაინტერესებულ პირებსა და უწყებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/2~2.md
