---
title: "მუხლი 4 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/4"
law: "პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4995577"
adopted: "2020-09-17"
consolidated_as_of: "2020-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/4

1. განცხადება სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით წარედგინება სსიპ  – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ წერილობითი ფორმით.

2. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეი­ცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელს/სახელწოდებას, მისამართს;
ბ) პატენტის ნომერს (იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილია);
გ) უფლების მფლობელის/პატენტმფლობელის სახელს/სახელწო-დებას;
დ) დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა გაიცეს სავალდებულო ლიცენზია;
ე) ლიცენზიის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედებების დამადას­ტუ­რებელ დოკუმენტაციას (საქართველოს საპატენტო კანონის 52
1
მუხლის მე-11 პუნქტის შესა­ბამისად). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა სავალ­დებულო არ იქნება საქართველოს საპატენტო კანონის 52
1
მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ლიცენზიის გამომყენებელი იქნება სხვა პირი, გარდა განმცხადებლისა, ასევე უნდა მიეთითოს მისი  სახელი/სახელწოდება;
ზ) საქართველოს საპატენტო კანონის 52
1
მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დად­გე­ნილ შემთხვევებში:
ზ.ა) დამოკიდებული პატენტის შესახებ ინფორმაციას;
ზ.ბ) საქართველოს საპატენტო კანონის 52
1
მუხლის მე-9 პუნქტით გათვალის­წი­ნებულ ინფორმაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/5.md
