---
title: "მუხლი 7 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/7"
law: "პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4995577"
adopted: "2020-09-17"
consolidated_as_of: "2020-09-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-09-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/7

1. სავალდებულო ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს განაცხადის შეტანიდან ორი თვის განმავლობაში.

2. გადაუდებელი აუცილებლობის დროს საბჭო სავალდებულო ლიცენ­ზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ.

3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი ფორმით, ხმათა უმრავ­ლესობით.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, სულ მცირე, საბჭოს წევრთა 2/3-ის მონაწილეობის შემთხვევაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ  საბჭოს რომელიმე წევრი სახელმწიფო უწყება მიმართავს საბჭოს სავალდებულო ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით, იგი არ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილებით, მის ადგილს საბჭოს შემადგენლობაში დაი­კავებს სხვა სახელმწიფო უწყება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4995577-patentit-datsuli-gamogonebisa-da-sasargeblo-modelis-gamoqenebisatvis-s/8.md
