---
title: "მუხლი 11. შრომის ინსპექტორის სტატუსი და საქმიანობის ფარგლები — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/11"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. შრომის ინსპექტორის სტატუსი და საქმიანობის ფარგლები — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/11

1. შრომის ინსპექტორი არის საჯარო მოსამსახურე (საჯარო მოხელე/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი). შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, მისი სტატუსი და სოციალური გარანტიები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

2. შრომის ინსპექტორმა ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს:
ა) გონივრულობის ფარგლებში, ამავე კანონის მოთხოვნების დაცვით, იმ პირის ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც ეხება მის მიერ განხორციელებული უფლებამოსილება;
ბ) ქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

3. შრომის ინსპექციის სამსახური საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორთა ჯანმრთელობის დაზღვევას. შრომის ინსპექტორთა ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პირობები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/12.md
