---
title: "მუხლი 13. ინსპექტირების დაწყების საფუძვლები — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/13"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ინსპექტირების დაწყების საფუძვლები — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/13

1. შრომის ინსპექციის სამსახური ინსპექტირებას ახორციელებს:
ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე;
ბ) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
გ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/14.md
