---
title: "მუხლი 14. საჩივრის განხილვის ვადა — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/14"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საჩივრის განხილვის ვადა — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/14

1. შრომის ინსპექციის სამსახური ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა, საქმის გარემოებებისა და სირთულის გათვალისწინებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე 1 თვით გააგრძელოს.

2. თუ შრომითი ნორმებით გათვალისწინებული უფლების დარღვევით საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შრომის ინსპექციის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში მყისიერად ახდენს რეაგირებას მიღებულ შეტყობინებაზე/საჩივარზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/15.md
