---
title: "მუხლი 15. ინფორმაციის გამოთხოვის წესი — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/15"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ინფორმაციის გამოთხოვის წესი — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/15

1. ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ვალდებულია შრომის ინსპექციის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მათ შორის, პროფესიული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის) შემცველი), რომელიც აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებული ინსპექტირების განსახორციელებლად. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოება.

2. ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მისთვის მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/16.md
