---
title: "მუხლი 18. ინტერესთა შეუთავსებლობა — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/18"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ინტერესთა შეუთავსებლობა — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/18

1. არ შეიძლება შრომის ინსპექტორს ჰქონდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი. თუ შრომის ინსპექტორს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. შრომის ინსპექტორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს თანამდებობიდან მის გათავისუფლებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2206 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/19.md
