---
title: "მუხლი 4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრინციპები — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/4"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის პრინციპები — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/4

1. შრომის ინსპექციის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. შრომის ინსპექციის სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
ბ) კანონიერება;
გ) პროფესიონალიზმი;
დ) კონფიდენციალურობის დაცვა.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2927 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/5.md
