---
title: "მუხლი 6. შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება და დაფინანსება — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/6"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. შრომის ინსპექციის სამსახურის ქონება და დაფინანსება — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/6

1. შრომის ინსპექციის სამსახურს საკუთარი მიზნის მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება.

2. შრომის ინსპექციის სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონება, დაფინანსება და შემოსავლები სრულად ხმარდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიზნის მიღწევას და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/7.md
