---
title: "მუხლი 9. მრჩეველთა საბჭო — შრომის ინსპექციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/9"
law: "შრომის ინსპექციის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5003057"
adopted: "2020-09-29"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მრჩეველთა საბჭო — შრომის ინსპექციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომის ინსპექციის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/9

1. მრჩეველთა საბჭო არის მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს  შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.

2. მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან. მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მრჩეველთა საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირი შეიძლება დასახელდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან:
ა) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი;
ბ) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი;
გ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი;
დ) საქართველოს სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი.

4. მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და ხმათა უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5003057-shromis-inspektsiis-shesakheb/10.md
