---
title: "მუხლი 1. დადგენილების რეგულირების საგანი, მიზანი და ვადები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/1"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "1"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. დადგენილების რეგულირების საგანი, მიზანი და ვადები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/1

1. ეს
დადგენილება
მოიცავს
საქართველოს
ტერიტორიაზე
მშენებლობის
ნებართვასთან
დაკავშირებულ
საჯარო
სამართლებრივ
ურთიერთობათა
რეგულირების
სფეროს.
კერძოდ,
არეგულირებს
საქართველოს
ტერიტორიაზე
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის,
სანებართვო
პირობების
შესრულებისა
და
შენობა
-
ნაგებობის
ექსპლუატაციაში
მიღების
პროცესს.

2. დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.

2¹. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

3. დადგენილებაში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №70-ვებგვერდი,15.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/2.md
