---
title: "მუხლი 11. სერვიტუტები მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/11"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "11"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სერვიტუტები მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/11

1. მიწის ნაკვეთ(ებ)ი განაშენიანების პროცესში შესაძლებელია დაიტვირთოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სერვიტუტები შესაძლებელია დადგენილ იქნეს მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების სხვა ობიექტის შეზღუდული სარგებლობის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ უნდა იყოს:
ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი;
ბ) საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი;
გ) ტერიტორიების საინჟინრო მომზადება და დაცვა;
დ) შენობა-ნაგებობასთან მუდმივი ან/და დროებითი მისასვლელის მოწყობა.

3. სერვიტუტით შესაძლებელია დაიტვირთოს ასევე სამშენებლო მოედნის მოსაწყობად საზოგადოებრივი სივრცის დროებითი სარგებლობაც ამ დადგენილების 84-ე მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/12.md
