---
title: "მუხლი 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობა-ნაგებობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენების უზრუნველყოფა — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/12"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "12"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობა-ნაგებობებისა და საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენების უზრუნველყოფა — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/12

1. საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავება დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის გაუთვალისწინებლად.

2. იმ ობიექტებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განეკუთვნებიან:
ა) საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული, კულტურულ-სანახაობრივი, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები;
ბ) ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო და საბანკო-საფინანსო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობები;
გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპორტული შენობა-ნაგებობები;
დ) პარკები, ბაღები, ბულვარები, სკვერები და მათ ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტები;
ე) სამოქალაქო დანიშნულების სატრანსპორტო მომსახურებისა და კავშირგაბმულობის ობიექტები, მათ შორის, რკინიგზისა და ავტოსადგურები, აეროპორტები, საზღვაო პორტები, ყველა სახის საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაჩერებები;
ვ) ქუჩები და მათი ტროტუარები.

3. საცხოვრებელი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებლისა) შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გამოყენებისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა, სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ობიექტების მიწის ნაკვეთებზეც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/13.md
