---
title: "მუხლი 15. ხაზობრივი ნაგებობის სახეობები და კატეგორიები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/15"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "15"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ხაზობრივი ნაგებობის სახეობები და კატეგორიები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/15

1. ნავთობსადენი:
ა) I კატეგორია – მაგისტრალური ნავთობსადენი;
ბ) II კატეგორია – შიდასარეწაო ან/და შიდასაობიექტო ნავთობსადენი.

2. გაზსადენი:
ა) I კატეგორია - მაგისტრალური გაზსადენი;
ბ) II კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (მაღალი და საშუალო წნევის) გაზსადენი;
გ) III კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (დაბალი წნევის) გაზსადენი.

3. წყალსადენი:
ა) I კატეგორია – 25-ზე მეტი ატმოსფერო 1400 მმ-ზე მეტი;
ბ) II კატეგორია – 10-დან 25 ატმოსფერომდე 500-1400 მმ;
გ) III კატეგორია – 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე.

4. წყალარინების მილი:
ა) I კატეგორია – 1500 მმ-ზე მეტი;
ბ) II კატეგორია – 600-დან 1500 მმ-მდე;
გ) III კატეგორია – 600 მმ-მდე.

5. საავტომობილო გზა:
ა) I კატეგორია – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
ბ) II კატეგორია – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
გ) III კატეგორია – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.

6. ქუჩა:
ა) I კატეგორია – გამჭოლი ქუჩა, რომელიც არის გამზირი ან/და ბულვარი და დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილია;
ბ) II კატეგორია – გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან/და ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი;
გ) III კატეგორია – ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი.

7. რკინიგზა:
ა) I კატეგორია – მაგისტრალური;
ბ) II კატეგორია – ჩიხები და შიდასაწარმოო.

8. ხიდები და გვირაბები.

9. ფუნიკულიორი.

10. საჰაერო-საბაგირო გზა.

11. ელექტროგადამცემი ხაზი (კვ):
ა) I კატეგორია – 330 კვ და მეტი;
ბ)
II კატეგორია – 154-220 კვ;
გ) III კატეგორია – 35-110 კვ;
დ) IV კატეგორია – 1-20 კვ-მდე;
ე) V კატეგორია – 1 კვ-მდე.

12. კავშირგაბმულობის ხაზი.

13. სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა (წყალგამტარობა):
ა) I კატეგორია – წარმადობა 10 მ
3
-ზე მეტი წმ-ში;
ბ) II კატეგორია – წარმადობა 1-დან 10მ
3
-მდე წმ-ში.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №94 - ვებგვერდი, 16.03.2012წ.
საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/16.md
