---
title: "მუხლი 21. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/21"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "21"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/21

1. ამ დადგენილების მიზნებისათვის სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები არიან:
ა) ტერიტორიისა და დასახლებათა დამგეგმარებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარებას;
ბ) გეოდეზისტი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის აგეგმვას და შენობა-ნაგებობის დაკვალვას;
გ) ინჟინერ-გეოლოგი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს მიწის ნაკვეთის და საჭიროების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას;
დ) არქიტექტორი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების სივრცით-გეგმარებით დაპროექტებას. არქიტექტორი შეიძლება იყოს:
დ.ა) შენობა-ნაგებობების არქიტექტორი;
დ.ბ) ლანდშაფტის არქიტექტორი;
დ.გ) შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი);
დ.დ) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი;
ე) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების კონსტრუქციული სისტემებისა და ელემენტების დაპროექტებას;
ვ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების დაპროექტებას;
ზ) ელექტროსისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების დაპროექტებას;
თ) მექანიკური სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მექანიკური სისტემების დაპროექტებას;
ი) გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების დაპროექტებას;
კ) აირმომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების დაპროექტებას;
ლ) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მშენებლობას;
მ) ხაზობრივი ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ხაზობრივი ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მშენებლობას;
ნ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების მონტაჟს;
ო) ელექტროსისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების მონტაჟს;
პ) მექანიკური სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების მექანიკური სისტემების მონტაჟს;
ჟ) გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების გათბობა/ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მონტაჟს;
რ) აირმომარაგების სისტემების მემონტაჟე – სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების მონტაჟს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებული დოკუმენტის სისწორისათვის ან/და შესრულებული სამუშაოსათვის.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/22.md
