---
title: "მუხლი 28. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/28"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "28"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/28

1. საქართველოში სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო.

2. საქართველოში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა:
ა) ამ დადგენილების შესაბამისად V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა;
ბ) ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის უზრუნველყოფა;
გ) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება;
ე) კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა მის სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
ბ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება;
გ) კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

3¹. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაში შედის ასევე ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასტუმროებზე მშენებლობის ნებართვის გაცემა.

3². პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ასევე უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დაასრულოს დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა და განახორციელოს იმ ობიექტების ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში მიღება, რომლებზეც გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა ან დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა.

3³. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემას და ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის   შესაბამისი ბრძანებით.

4. სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოები უნდა ახორციელებდნენ ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების, სანებართვო, საზედამხედველო და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

5. სამშენებლო
საქმიანობის
განმსაზღვრელ
სახელმწიფო
ორგანოებში
ტერიტორიების
სივრცითი
მოწყობისა
და
დასახლებათა
განვითარების
დაგეგმარების,
მიწის
ნაკვეთის
სამშენებლოდ
გამოყენების
პირობების
დამტკიცების,
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის,
სანებართვო
პირობების
შესრულებისა
და
შენობა
-
ნაგებობის
ექსპლუატაციაში
მიღების
მთელ
პროცესში
ზემოხსენებული ორგანოების
ინტერესებს
წარმოადგენენ
ამ
კონკრეტული
ტერიტორიებისათვის/
ობიექტებისათვის
პასუხისმგებელი
პირი/
პირები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №370-სსმ III, №162,13.12.2010წ; მუხ.2282
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №258 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის დადგენილება №357 – ვებგვერდი, 23.05.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
ივლისის
დადგენილება №369 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/29.md
