---
title: "მუხლი 34. საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/34"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "34"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/34

საპროექტო სამუშაოების საწყის მონაცემებს (დოკუმენტებს/ინფორმაციას) განეკუთვნება:
ა)
მიწის
ნაკვეთ
(
ებ
)
ზე
საკუთრების
ან/
და
სარგებლობის
დამადასტურებელი
ინფორმაცია;
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500, 1:1000);
გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა/ძირითადი მონაცემები;
გ
1
) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისას, ასევე − მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების  აღწერა და მათი ხარისხობრივი შეფასება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას შენობა-ნაგებობის განთავსება ხდება მწვანე ნარგავებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით);
დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნები, როდესაც მიწის ნაკვეთ(ებ)ი მდებარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში;
ე) საჭიროების მიხედვით სხვა მონაცემები (დოკუმენტები/ინფორმაცია) კანონმდებლობის მოთხოვნით ან/და დამკვეთის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15
თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 16.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/35.md
