---
title: "მუხლი 37. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/37"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "37"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/37

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
ა)  I  სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება):
ა.ა) II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის – არაუმეტეს 10 დღისა;
ა.ბ) ბახმაროს, ბაკურიანისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) – არაუმეტეს 15 დღისა;
ა.გ) ყველა კლასის იმ შენობა-ნაგებობებისათვის (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა), რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას – არაუმეტეს 15 დღისა;
ა.დ)  V კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – არაუმეტეს 30 დღისა;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – არაუმეტეს 18 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, აგრეთვე ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და V კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – არაუმეტეს 20 დღისა;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 5 დღისა, ხოლო V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის– არაუმეტეს 10 დღისა.

2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესა-ბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება №161- ვებგვერდი, 25.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 06.02.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23
ივნისის
დადგენილება №275 - ვებგვერდი, 28.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის
დადგენილება №174 - ვებგვერდი, 04.04.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/38.md
