---
title: "მუხლი 58. სანებართვო მოწმობაში შესატანი ინფორმაცია — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/58"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "58"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. სანებართვო მოწმობაში შესატანი ინფორმაცია — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/58

სანებართვო მოწმობაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში;
ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი;
გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;
დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;
ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;
ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი;
ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;
ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
კ) შენობა-ნაგებობის კლასი;
ლ) შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები;
მ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/59.md
