---
title: "მუხლი 6. სამშენებლო მიწის ნაკვეთი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/6"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "6"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამშენებლო მიწის ნაკვეთი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/6

1. სამშენებლო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით განსაზღვრული შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონების საზღვრებში:
ა) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1);
ბ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2);
გ) საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1);
დ) საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2);
ე) საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3);
ვ) საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4);
ზ) საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5);
თ) საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6);
ი) სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ-2);
კ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1);
ლ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2);
მ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3);
ნ) სამრეწველო ზონა 1 (სამზ-1);
ო) სამრეწველო ზონა 2 (სამზ-2);
პ) სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1).

2. სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.

3. სამშენებლო მიწის ნაკვეთის განვითარების პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/7.md
