---
title: "მუხლი 65. I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/65"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "65"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/65

1. I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება:
ა) 60 მ
2
‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ
2
-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ
2
-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა;
ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;
მ) (ამოღებულია - 20.04.2015, №168);
ნ) ბანკომატის განთავსება;
ო) საჩრდილობლის მოწყობა;
პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება;
ჟ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება;
ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ
3
-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2მ
3
-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა;
ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;
ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;
ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება;
ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ;
შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

2. ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეული
უფლებამოსილია
,
მის
სამოქმედო
ტერიტორიაზე
განსაზღვროს
შესაბამისი
ზონები
,
პირობები
და
I
კლასს
დაქვემდებარებულ
შენობა
-
ნაგებობათა
სახეობები
,
რომელთა
განთავსება
/
მშენებლობა
მშენებლობის
ნებართვის
ან
/
და
ამ
დადგენილების
66-
ე
მუხლით
გათვალისწინებული
პროცედურის
გარეშე
იქნება
შესაძლებელი
.
ამ
დადგენილების
66-
ე
მუხლის
7
1
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
,
ქ
.
თბილისის
მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილია
,
განსაზღვროს
ისეთი
პირობები
,
რომლებიც
ითვალისწინებს
უფრო
მცირე
ვადებს
მშენებლობის
ქალაქთმშენებლობით
დოკუმენტებთან
შესაბამისობისა
და
მისი
განხორციელების
შესაძლებლობის
დადასტურებისათვის
(
ამ
დადგენილების
66-
ე
მუხლის
7
1
პუნქტით
გათვალისწინებული
პროცედურის
შესაბამისად
).

2¹. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია.

3. ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეული
უფლებამოსილია
,
მიიღოს
გადაწყვეტილება
I
კლასს
დაქვემდებარებული
შენობა
-
ნაგებობების
ასაშენებლად
მშენებლობის
ნებართვის
საჭიროების
თაობაზე
(
გარდა
ამ
დადგენილების
66-
ე
მუხლის
7
1
პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა
),
რაც
გაიცემა
II
კლასის
მშენებლობებისათვის
დადგენილი
წესით
.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანისათვის/მონტაჟისათვის და I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისათვის/მონტაჟისათვის ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №655 – ვებგვერდი, 04.12.2014წ.
სა
ქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება №168 – ვებგვერდი, 21.04.2015წ.
სა
ქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 31.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/66.md
