---
title: "მუხლი 66. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/66"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "66"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/66

1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

3. 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი;
გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

6. საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ
2
-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას:
ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

6¹. I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე;
ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი;
გ
)
სამონტაჟო
ტერიტორიის
,
მიწის
ნაკვეთის
ან
/
და
არსებული
ხაზობრივი
ნაგებობ
(
ებ
)
ის
მესაკუთრეთა
ან
/
და
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის
თანხმობა
,
საზოგადოებრივი
სივრცის
გამოყენების
შემთხვევაში
–
ასევე
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოს
თანხმობა
(
ქ
.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
თანხმობის
წარდგენა
არ
არის
საჭირო
ამ
მუხლის
7
1
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
).

6². ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბარათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით);
გ) დენდროპროექტი;
დ) ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა (მასშტაბი 1:2000).

7. მშენებლობის
ნებართვის
გამცემი
ორგანო
, 5
დღის
ვადაში
,
წარდგენილი
სრულყოფილი
დოკუმენტ
(
ებ
)
ის
საფუძველზე
,
წერილობით
ადასტურებს
დაგეგმილი
მშენებლობის
/
მონტაჟის
ქალაქთმშენებლობით
დოკუმენტებთან
შესაბამისობასა
და
მშენებლობის
განხორციელების
შესაძლებლობას
(
გარდა
ამ
მუხლის
7
1
პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა
).

7¹. ქ
.
თბილისის
მუნიციპალიტეტში
I
კლასის
ელექტროგადამცემი
ხაზის
,
გაზსადენის
,
წყალსადენის
ან
წყალარინების
მილის
მშენებლობისას
არ
არის
სავალდებულო
განცხადებას
თან
დაერთოს
ადმინისტრაციული
ორგანოს
თანხმობა
სახელმწიფოს
/
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებულ
მიწის
ნაკვეთზე
ან
საზოგადოებრივ
სივრცეში
ასეთი
ხაზობრივი
ნაგებობის
განთავსების
თაობაზე
.
ასეთ
შემთხვევაში
,
ქ
.
თბილისის
მუნიციპალიტეტი
(
ქ
.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მიერ
განსაზღვრული
თანხმობის
გაცემაზე
უფლებამოსილი
ორგანო
)
ვალდებულია
, 5
დღის
ვადაში
დაადგინოს
განცხადების
შესაბამისობა
და
განცხადება
,
თანდართულ
საბუთების
ასლებთან
ერთად
,
წარუდგინოს
სხვა
ადმინისტრაციულ
ორგანოს
(
მათ
შორის
,
სახელმწიფოს
/
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული
მიწის
ნაკვეთების
მართვასა
და
განკარგვაზე
უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ
ორგანოს
,
გარდა
იმ
შემთხვევისა
,
როდესაც
განკარგვაზე
თავად
არის
უფლებამოსილი
).
სხვა
ადმინისტრაციული
ორგანო
ვალდებულია
,
მიიღოს
შესაბამისი
გადაწყვეტილება
მშენებლობის
ნებართვის
გამცემ
ორგანოში
განცხადების
წარდგენიდან
არა
უგვიანეს
15
დღის
ვადაში
.
ასეთი
მშენებლობის
ქალაქთმშენებლობით
დოკუმენტებთან
შესაბამისობასა
და
მისი
განხორციელების
შესაძლებლობას
ნებართვის
გამცემი
ორგანო
წერილობით
ადასტურებს
განცხადების
მიღებიდან
20
დღის
ვადაში
,
წარდგენილი
სრულყოფილი
დოკუმენტ
(
ებ
)
ისა
და
სხვა
ადმინისტრაციული
ორგანო
(
ები
)
ს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების
საფუძველზე
.

8. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.

9. 65-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია.

10. ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

11. უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №71-ვებგვერდი,15.02.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.
საქართველოს
მთავრობის
2011
წლის
1
დეკემბრის
დადგენილება
№454 -
ვებგვერდი
,
06.12.2011
წ
.
სა
ქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 31.05.2018წ.
თავი XV
II კლასის შენობა-ნაგებობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/67.md
